შეხვედრა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში

30 ოქტომბერი 2018
ადვოკატის პროფესიაში შესვლის ახალ წესთან დაკავშირებით იურიდიული საზოგადოების ინფორირების კამპანია გრძელდება.
 
„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების შედეგად, ადვოკატის პროფესიაში შესვლის სტაჟირების ახალ წესთან დაკავშირებით, რომელიც 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭომ ცვლილებების თაობაზე იურიდიული საზოგადოების ინფორმირების კამპანიის ფარგლებში მიმდინარეობს შეხვედრები უმაღლესი სასწავლებლების იურიდიულ ფაკულტეტებთან.
 
აღნიშნული კამპანიის ფარგლებში ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭოს თავმჯდომარემ, ადვოკატმა ირაკლი ყანდაშვილმა და სასწავლო ცენტრის დირექტორმა ქეთევან თურაზაშვილმა შეხვედრა გამართეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტების წარმომადგენლებთან და სტუდენტებთან.
 
ადვოკატთა ასოციაცია აგრძელებს უმაღლესი სასწავლებლების იურიდიულ ფაკულტეტებთან შეხვედრათა სერიას.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი